სპეცოპერაცია გალში: მოკლულია სამი ყაჩაღი, ერთი რუსი მესაზღვრე და სომეხი სპეცრაზმელი

0

specoperaciaაფხაზი სპეცსამსახურების და რუსი ე.წ მესაზღვრეების მიერ გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებში სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს ორდღიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია სამი ბოროტმოქმედი და სავარაუდოდ დაჭერილია ხუთი ბადის წევრი. სპეცოპერაციას გალის რაიონის სოფელ სიდასა და რეფში  რუსი ე.წ მესაზღვრე ანდრეი უდალცოვი  და ერთი აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი შეეწირა, აქვე ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ეროვნებით სომეხი ედუარდ ნარსესიანია.

სარწმუნო წყაროს ცნობით მოკლული ბანდფორმირების წევრები სამივე ქართველია, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობდნენ. დაჭერული ბანდფორმირების ხუთი წევრი სოხუმში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი.