სპეცოპერაცია გალში:- სპეცრაზმელებმა სოფელ თაგილონიდან 20 ახალგაზრდა მამაკაცი გაიყვანეს

0

speccაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაქვემდებარებული სპეცდანიშნულების რაზმები გალის რაიონის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც განაგრძობენ სპეცოპერაციას. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროები იტყობინებიან გალის რაიონიდან, ამ წუთებში სპეცრაზმი გალის რაიონის სოფელ თაგილონსა და ნაბაკევში იმყოფებიან.

“ამ წუთებში თაგილონსა და ნაბაკევში ისმის ძლიერი სროლის ხმა. შემოსულია დაახლოებით ორასამდე სპეცრაზმელი. თაგილონში აიყვანეს დაახლოებით ოცამდე ახალგაზრდა მამაკაცი, მათ შორის არიან წვევამდელებიც. ყველა მიჰყავთ გალის პოლიციაში და იქიდან კი სოხუმში, უშიშროების იზოლატორში,”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

ბოლო ინფორმაციით სპეცდანიშნულების რაზმები შედიან ქვედა ზონის სოფელ ოტობაიაშიც.

სხვა ახალი ამბები: