სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელები ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს

0

samedicinoზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო “რესპუბლიკადან” ამ წუთებში, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელები თბილისის კატასტროფის ცენტრში გადაჰყავთ. რაც შეეხება ერთ დაჭრილ სპეცრაზმელს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ადგილზე რჩება.

ექიმების განცხადებით სამი სპეცრაზმელის მდგომარეობაც სტაბილურია. ერთს მარჯვენა ზედა კიდური აქვს დაზიანებული, ხოლო ორს ფეხის არეში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. სამივე დაჭრილი თბილისელია.

რამდენიმე წუთის წინ დატოვა ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო “რესპუბლიკა” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან საავადმყოფოში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა.

სხვა ახალი ამბები: