სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა

0

83311ისევ მძიმეა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოთხი სამართალდამცველი თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული.

განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც როგორც ექიმები ამბობენ, მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ოთხივე პოლიციელი ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარის ნამსხვრევებით დაიჭრა. პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარა. ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ბრალდებულმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას დაიღუპა თავად ძებნილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია.

თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის, თანამზრახველებთან ერთად, 1 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების – ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა.

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: