სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ფოთში იმყოფება

0

92cf32bc51f2012c8bad06aa7acda032სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფოთში მიმდინარე რაგბისა და ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ყიფიანი ობიექტებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

რაგბის სტადიონის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და როგორც დღეს გახდა ცნობილი, დასრულებულ სახეს აპრილში მიიღებს. რაგბის სტადიონი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი და მას კომპანია “ატუ” აშენებს. მშენებლობისთვის 3 მილიონ ნახევრამდე იხარჯება.

დღესვე ლევან ყიფიანმა ფოთში, საფეხბურთო ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც დაათვალიერა. სტადიონზე დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობა ივნისში დასრულდება. ამ წუთებში კი მინისტრი ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება, რომელიც ფოთის თეატრში მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: