სროლები სლავიანსკში: პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება

0
slavianskaოდესაში პოლიციის შენობაზე მიტანილი იერიშის მეორე დღეს,  სლავიანსკში უკრაინის სახელისუფლებო ძალებს და შეიარაღებულ პრორუს სეპარატისტებს შორის შეტაკება მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სროლების დროს 20-ზე მეტი პრორუსი აქტივისტი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მათი მხრიდან 4 ნახევრად სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების „მი-24“ ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მაგრამ პილოტები გადარჩნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამთავრობო ძალებმა სლავიანსკის გარეუბანში მდებარე სატელევიზიო სადგური დაიბრუნეს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. კრემლის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან დახმარების თხოვნით დღეში ათასობით ზარს იღებს.

უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი -არსენი იაცენიუკი- კვირას ოდესაში ჩავიდა. მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინის დაშლას ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცდილობდა, ახლა კი – სამხრეთში მდებარე ქალაქ ოდესაში. იაცენიუკის თქმით, მთავარ იარაღად მოსკოვი „კარგად დაგეგმილ პროვოკაციებს“ იყენებს. უკრაინის მთავრობის განცხადებით, მათ ოდესის პოლიციის შენობაში დატყვევებული 150 ადამიანიდან 60-ზე მეტის ხსნა შეძლეს. საპორტო ქალაქში ორი დღით ადრე მომხდარმა შეტაკებებმა ხანძარი გამოიწვია, რომელშიც 42 უკრაინელი დაიღუუპა. მათ შორის უმრავლესობა პრორუსი აქტივისტი იყო.

 

სხვა ახალი ამბები: