სტეფანეს ერთ ღამეში 25 000 დოლარი გადაუხადეს

0

stp2სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შესახებ სქელტანიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამასთან დაკავშირებით სტატიას გაზეთი “ასავალ-დასავალი” აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის 2 აგვისტოს ბათუმში, კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ “სტეფანე და 3G”-ის მონაწილეობისათვის, ფიზიკურ პირს, სტეფანე მღებრიშვილს ერთ საღამოში 25.000 აშშ დოლარი გადაუხადეს, ხოლო იმავე კონცერტში ჯგუფ “ელდრაინის” მონაწილეობისთვის ფიზიკურ პირს, სერგო სულაძეს კულტურის სამინისტრომ 12.500 აშშ დოლარი გადაუხადა.

კულტურის სამინისტროს მიერ შპს “ჰორიზონტ ტვ სტუდიისათვის” გადახდილია 24.000 ლარი მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

მესტიაში საახალწლო ღონისძიებების – “უკრაინული ახალი წელი საქართველოში” – ორგანიზება 176 ათასი ლარი დაჯდა; ფიზიკური პირს დავით-დეფი გოგიბედაშვილს კი კულტურის სამინისტრომ 18 ათასი ლარი გადაუხადა.

სხვა ახალი ამბები: