სტიქია მარტვილში: კანიონის ტერიტორიაზე 11 სკოლის მოსწავლეა ჩარჩენილი

0

martvili-018მარტვილის რაიონში სტიქია მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მარტვილის რაიონის სოფლებში მდინარე აბაშა ადიდდა, რომელმაც ადგილობრივი მაცხოვრებლების კარ-მიდამოები დატბორა. როგორც მარტვილიდან საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადეს ზარალი დიდია.

ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა მარტვილის კანიონის ტერიტორიაზეც. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ექსკურსიით კანიონის ტერიტორიაზე ნავებით იმყოფებოდნენ, ამავე ტერიტორიაზე არიან ჩარჩენილნი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო ბრიგადები. ამ წუთებში მარტვილის რაიონისკენ მიემართება სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია.

smo.ge-ს წყაროს ცნობით მარტვილის კანიონში ამ წუთებისთვის 11 სკოლის მოსწავლეა ჩარჩენილი.

სხვა ახალი ამბები: