სტიქია სამეგრელოში: ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ზარალის ოდენობას ითვლიან (ვიდეო)

0

qarborbalaaaსაღამოს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. ორი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში ქარმა დაახლოებით 51 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სახლების ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, დანარჩენს კი ნაწილობრივ. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე დგინდება. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები წუხელვე მოინახულა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

კომისიის მიერ დათვლილი ზარალის მონაცემებს ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გააგზავნიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ზარალის დადგენის შემდეგ მოსახლეობას მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება.