სტიქია სენაკში: რას უმალავს ბიძინა ივანიშვილს სენაკის ადგილობრივი ხელისუფლება?

0

1373701679_img_4158წუხელ სენაკის რაიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ფაცას ადიდება გამოიწვია, რომლის შედეგადაც სენაკის სამი ქუჩის მაცხოვრებელთა სახლ-კარი დაიტბორა. სულ დატბორილია ოცდაათამდე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი. ადგილობრივების განცხადებით, წყალდიდობა მდინარესთან ჯებირების არარსებობამ გამოიწვია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი წყალდიდობისგან დაზიანებული ჯებირებიოს შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს.

”არაფერს არ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არის სიმართლე. კიდევ იმის დამალვას ცდილობენ, რომ ნაკლები დაზარალებული წარმოაჩინონ წყალდიდობის შედეგად. ვერ წარმომიდგენია რატომ? ვის რაში აწყობს ეს? თბილი ლოგინებიდან ძლივს გამოვიყვანეთ გამგებლის მოადგილე და სხვა ჩინოვნიკები რაიონში. ერთადერთი რომელიც ცდილობდა დაედგინა მოსახლეობის გასაჭირი და ზუსტი ინფორმაცია მიეღო დილის ხუთ საათზე, იყო რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია. გამგებლის მოადგილემ დამირეკა და მითხრა რატომ აბუნტებ ხალხსო. დაზარალებულია 5 ოჯახი და 30 ოჯახს რატომ ეუბნებია. აი ასეთი ხელისუფლება ჰყავს დღეს სენაკს. ბიძინა ივანიშვილს უმალავენ ხალხის გასაჭირს და რეალობას.

სენაკის გამგებლის პირველი მოადგილე ზურაბ ტყებუჩვა,რომელიც წარმოადგენს მისაბიშვილის ჯიბის მშენებელს და იმ კომისიის თავმჯდომარეა რომელიც წინა წყალდიდობის ზარალს ითვლიდა,გამოძინებული მორალს გვიკითხავდა.ეს ის ტყებუჩავაა,რომელიც საფინანსო პოლიციის ერთერთ თანამშრომელს გია ჯანაშიას ყურებით ჰყავს დაჭერილი,რომლის მამა დემურ ჯანაშია კეთილმოწყობის სამსხურის მაღალჩინოსანია და რომელსაც ორი სამშენებლო კომპანია გააჩნია,ყოველი ტენდერის გამოცხადებაზე ობიექტებს აძლევენ.ტყებუჩავა პირწავარდნილი ნაცია,რომელიც კარუსელებით გვიყალბებდა ყველა არჩევნებს სენაკში.სადაა სამართალი.ვეკითხები ოცნების გამოგზავნილ გამგებელს რატომ იკავებს ეს კორუმპირებული ადამიანები მაღალ თანამდებობებს.ორი თვეა გამგებელი დანიშნულია და არანაირი ცვლილება სენაკის გამგეობაში არ განხორციელებულა.ერთადერთი რაც გამგებელმა განახორციელა კეთილოწყობის სამსახურის უფროსად დანიშნა მოხუცების საჭმლის ქურდის ძმა ოდიშარია,რომელიც ყოფილი სუსის უფროსის ჯიშკარიანის ძმაკაცია,ეს ის ჯიშკარიანია რომელიც ეხლა ქართული ოცნების რეგიონის კურატორია -აცხადებს მოძრაობა ”საქართველოს არწივის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა ქარდავა.

ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ ფონდში თანხა უკვე ჩარიცხა და უახლოეს დღეებში პროექტზე მუშაობა დასრულდება და აღდგენითი სამუშოები უახლოეს მომავალში დაიწყება. კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით უცნობია.

სენაკის რაიონში ამ წუთებშიც წვიმს.

სხვა ახალი ამბები: