სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებისთვის პოლიციას უხდის მადლობას

0

policeსენაკში მოვარდნილმა ღვარცოფმა გუშინ დღის მეორე ნახევარში ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. წყლის დონე ერთ მეტრს აღწევდა. საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. ამის მიზეზად კი სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობა სახელდება.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით სტიქიის ზონაში ყველაზე მეტად სამაშველო სამსახურმა და პოლიციამ იმუშავა.

“რომ არა პოლიცია და მათ მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი, ჩვენ ალბათ დღეს ცოცხლები არ ვიქმებოდით. მართლა იყოჩაღეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ შეშლოდა. წყალს მართალია ვერაფერი და ვერავინ ვერ შეაჩერებდა, მაგრამ რაც საჭირო იყო იმის მაქსიმალური სწორედ რომ პოლიციამ გააკეთა” აცხადებს სენაკის რაიონის მკვიდრი ბელა მანია.

პოლიციის თანამშრომელთა დიდ დამსახურებაზე საუბრობს სენაკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა. არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენელი მადლობას უხდის სამხარეო და რაიონული სამმართველოს უფროსებს.

“მართლაც რომ იყოჩაღეს ბიჭებმა და ადგილობრივებს გაუწიეს უდიდესი დახმარება. მე ზედმეტი კომენტარებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ მინდა რომ ადგილობრივი მოსახლეობის სახელით დიდი მადლობა გადავიხადო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ლევან შონიას და სენაკის პოლიციის უფროსს გერონტი ალანიას. ამ ორი ადამიანის ძალისხმევითა და მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადილობრივი მოსახლეობა ეხსნათ მოპსალოდნელი საფრთხისგან”-აცხადებს ინგა ქარდავა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებას სთავაზობს კომისიაში ჩართულ იქნას არასამთავრობო სექტორიც და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობას.

“ეს ასეც უნდა მოხდეს რადგანაც ყველა დაზარალებულს ერთნაირად უნდა გაეწიოს დახმარება. ისე არ მოხდეს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომის დროს, როდესაც დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გაეწიათ, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეარჩია. ეს არის სენაკელების დაკვეთა, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს”-აცხადებს ქარდავა

გვიან ღამით სენაკის რაიონს სტუმრობდა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, რომელმაც თათბირი ჩაატარა და სტიქიის ზონა დაათვალიერა. მან დადო იმის პირობა, რომ უახლოეს ხანებში ზარალიც ანაზღაურდება და სანიაღვრე არხებიც გაკეთდება.  სენაკში შექმნილია  სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობას დღეს დაიწყებს.

სხვა ახალი ამბები: