სტიქიისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ სოფელ ლიაში ცენტრალური გზა გადაკეტა

0

liaგადაუღებლად წვიმს წალენჯიხაში. ადიდებულია მდინარეები და ღელეები. ძალიან მძიმე მდგომარეობაა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. სოფელში თითქმის განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები და დახოცილია შინაური ფრინველი. 18 ოჯახი სავალალო მდგომარეობაშია. საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დატბორილია. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით მათთან ამ დრომდე არ გამოჩენილა სოფლის რწმუნებული.

“აგვიკლო წყალდიდობებმა და გამოსავალს ვერ ვხედავთ. მიუხედავად  მრავალგზის დაპირებებისა ყველაფერი ისევ ისე რჩება როგორც ადრე იყო. მოვლენ, შეგვპირდებიან დახმარებას, წავლენ და ისევ ისე რჩება ყველეფარი ძველებურად. ნაპირსამაგრი სამუშაოების გაკეთებას საშველი არ დაადგა, არ გაძღა ამათი მუცელი და ხალხი ისევ გასაჭირშია”–აცხადებს სოფელ ლიის მოსახლეობა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სოფელ ლიის მკვიდრს მალხაზ ძანძავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი სახლის პირველი სართული მოვარდნილმა ნიაღვარმა სრულად დაფარა. ის ოჯახის გადარჩენას ითხოვს.

“სახლში მოვარდნილმა წყალმა ქვეწარმავლები შემომიყარა. გაუსაძლისია და სანახავად ამაზრზზენი რაც აქ ხდება. ამის ფონზე კი სოფლის რწმუნებულს დაზარალებული მოსახლეობა არცკი მოუნახულებია. ტყუილია ამათი დაპირებები, ამათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ამიტომაც ახლა ამ ქვეწარმავლებს მოვაგროვებ და სოფლის გამგებელს ვახტანგ კვირკველიას სახლში ჩავუყრი. მივიდეს მერე და თავის ცოლ–შვილს აყურებინოს ქვეწარმავლებისთვის”–აცხადებს ლიის მკვიდრი მალხაზ ძანძავა.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ლია–ზუგდიდი–მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: