სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციებში ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობენ

0

10517004_831321080219019_357186340_nსტრასბურგში  ათდღიანი საერთაშორისო ტრენინგი და კონფერენციები მიმდინარეობს, სადაც  მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდებიც იღებენ.

საერთაშორისო პროექტი ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, ფრანგული ორგანიზაცია AMSED-ის ორგანიზებითა და ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 8 ქყვეყნის არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა ლიდერებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ტრენინგები, შეხვედრები და კონფერენციები იმართება.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ევროკომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ.  გაიმართა კონფერენცია, რომელიც დემოკრატიის განვითარებაში  ევროპის როლს და ახალგაზრდების მეტ ჩართულობას მიეძღვნა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

27 ივლისს ახალგაზრდული დელეგაცია ევოპარლამენტს სტუმრობდა, სადაც მოეწყო შეხვედრები და პრეზენტაციები, მონაწილეები  გაეცნენ ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს. ასევე, ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ დასმულ მათთვის საინტერესო კითხვებს ევროპარლამენტის წარმომადგენელმა უპასუხა.

საერთაშორისო პროექტი 21 ივნის დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება. პაროექტში იტალიის, საქართველოს, მაროკოს, ალჟირის, შვედეთის, უკრაინის, თურქეთისა და საფრანგეთის ქვეყნები მონაწილეობენ.

ყველა მონაწილეს ევროკავშირის ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობისათვის სერთიფკატები გადაეცემა.

სხვა ახალი ამბები: