სტუდენტები 19 აპრილს დაგეგმილ აქციას ემიჯნებიან

0

1366019860_img_1670სტუდენტები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ 19 აპრილს  აქციას არ შეუერთდებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ათამდე სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

“სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში ებრძოდნენ “ნაციონალურო მოძრაობის” რეჟიმს.

“ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გვაშანტაჟებდა და გვცემდა. ამას ჩვენი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. ახლაც ვებრძვით “ნაციონალურ მოძრაობას” და არავითარ შემთხვევაში აქციაზე მისვლას არ ვაპირებთ. აღნიშნულ განცხადებას ძალიან ბევრი სტუდენტის სახელით ვაკეთებთ და მათ პოზიციას ღიად ვაფიქსირებთ. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ აქციაზე მისვლას არ აპირებენ, ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ. ვფიქრობთ ისინი აქციას შეუერთდებიან, რადგან თვითმმართველობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” და პირადად პრეზიდენტის ყველა შეხვედრაზე დადიოდნენ და მათი დირექტივებით ხელმძღვანელობნდენ”,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

 

სხვა ახალი ამბები: