სტუმრის სტატუსით მოწვეული კობა დავითაშვილი “ოცნების” ყრილობაზე არ მივიდა

1

news_18086_1462სტუმრის სტატუსით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე მოწვეული კობა დავითაშვილი დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არ გამოცხადებულა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა სახის კომენტარები გააკეთეს. პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით კანონი ერთნაირად უნდა ხორციელდებოდეს კობა დავითაშვილზეც, ჩიორა თაქთაქიშვილზეც და სერგო რატიანზეც, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით კი კობა დავითაშვილი ყრილობაზე არც უნდა მოსულიყო, რადგანაც ის პარტიის წევრი არ არის და მხოლოდ კოალიციაში იყო დაერთიანებული. ორივესგან განსხვავებული კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კობა დავითაშვილი სტუმრის სტატუსით იყო ყრილობაზე მოწვეული, თუმცა არ იცის რა მიზეზით არ მოვიდა.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა გაზეთ ალიაში დაბეჭდილი  განაწყენებული კობა დავითაშვილის სკანდალური ინტერვიუ. ამ ინტერვიუს თანახმად დავითაშვილმა გუნდურობის განცდა სრულიად დაკარგა.ის თვლიის, რომ ადამიანები ორმაგ სტანდარტებს იყენებენ.

,,თუ სერგო რატიანის განვლილი გზა და ცხოვრება კობა დავითაშვილის განვლილი გზისა და ცხოვრების ტოლობის ნიშანია ბატონი უსუფაშვილისთვის, მაშინ მე უმრავლესობის სხდომაზე მოვითხოვ ამ საკითხის გარკვევას. მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები, არ მაქვს გუნდურობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. მათი მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, სისხლის სამართლის დამნაშავე ბაქრაძეს უღიმიან, ხელს ართმევენ, კოჰაბიტირებენ , ხოლო კობა დავითაშვილისთვის სხვა განმარტებები აქვთ შემონახული. ეს გუნდი არ არის… გუნდი ასე არ იქცევა. მქონდა მცდელობა, გუნდის შიგნით გადამეწყვიტა საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე, უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ”, – აცხადებს კობა დავითაშვილი

 

სხვა ახალი ამბები: