სუამი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს გმობს

0

1385970464_downloadდემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამმა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლითაც ორგანიზაცია გმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო აქტს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ ე.წ „საპრეზიდნეტო არჩერვნები“ და მხარი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭირონ. `მედიანიუსი~ სუამის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში -აფხაზეთში, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომელიც 2014 წლის 24 აგვისტოს ჩატარდა. ე.წ „არჩევნები“ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასა და უგულვებელყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს. ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ტარდება საქართველოში უნდა მოდიოდეს თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან და მასში მონაწილეობას რეგიონის მთლიანი მოსახლეობა უნდა ღებულობდეს.

აღნიშნული „არჩევნები“ ოკუპაციის პირობებში და რეგიონის ქართული მოსახლეობის, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, გარეშე ჩატარდა, ამასთან ეთნიკურმა ქართულმა მოსახლეობამ განიცადადისკრიმინაცია ეთნიკურ ნიადაგზე და განდევნილ იქა საკუთარი სახლებიდან. განსაკუთრებით საგანგაშოა რომ გრძელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ეკონომიკური, სოციალური და სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევა. დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საქართველოს საერთაშრისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ე.წ „არჩევნების“ ჩარატებისას არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები უნდა იქნეს ანულირებული და უარყოფილი, რომელსაც არ აქვს კანონიერი საფუძველი და შედეგი.

დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს ეს უკანონო აქტი და მხარი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭიროს, რომელიც ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: