სუბარის სკანდალური განცხადება: პრეზიდენტი პატიმრებზე პირად განკარგულებებს იძლეოდა?!

0

saakashviliმიხეილ სააკაშვილი პატიმრებთან მიმართებაში პირად განკარგულებებს იძლეოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოზარ სუბარი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით პრეზიდენტი პირადად ეუბნებოდა ბაჩო ახალაიას რომელი პატიმარი როგორ უნდა ეწამებინათ, მიუხედავად ამ სკანდალური განცხადებისა მინისტრი სუბარი არ აკონკრეტებს პატიმრის ვინაობას, თუმცა ერთ- ერთ მაგალითად იმისა, თუ როგორ არ უმკურნალეს პატიმარს- ვატო ყიფიანი მოყავს.

მინისტრი ამბობს, რომ ვატო ყიფიანზე, რომელსაც ხელი ჰქონდა მოტეხილი პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომ ის სამკურნალო დაწესებულებაში არ გადეყვანათ.

„მე კარგად ვიცი რომ სააკაშვილი პირადად ეუბნებოდა ბაჩო ახალაიას, რომელი პატიმარი როგორ უნდა ეწამებინათ. კონკრეტული პირები ვიცი, რომლებიც სააკაშვილის უშუალო მითითებით აწამეს. თავს შევიკავებ დასახელებისგან, თუმცა ერთ მაგალითს გეტყვით, როცა პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს ხელი ჰქონდა მოტეხილი, პირადად სააკაშვილის ბრძანება იყო, რომ ის სამკურნალოდ არ გადაეყვანათ.“-აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ ასავალ-დასავალთან

სხვა ახალი ამბები: