სუიციდის ფაქტი ქუთაისის ციხეში

0

cixeeeeeeeსასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი 16 წლის სენაკელი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებოდ ქუთაისში ჩავიდა და ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა ჩაიდინა.

“როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პატიმარი 16 წლის იყო და სენაკის რაიონში ცხოვრობდა. პატიმარმა თავი ზეწრით ჩამოიხრჩო. იგი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სიაში იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ უნდა დაეტოვებინა,”-განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

თვითმკვლელობის მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.

სხვა ახალი ამბები: