“სუფთა რეგიონი” გამარჯვებული სამეგრელოს რეგიონი გახდა

0

10822062_1016428465049810_480499890_oსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ” მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად იღებდა მონაწილეობას “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში ჩატარებულ დასუფთავების აქციებში.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ევა სმედბერგთან ერთად კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებული დააჯილდოვა. ნომინაციაში, საქართველოს ყველაზე მეტად დასუფთავებული რეგიონი, სამეგრელოს რეგიონმა გაიმარჯვა.

კონკურსი„სუფთა რეგიონი“ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა. გამარჯვებულების გამოვლენა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(Sida) ინიციატივითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ და კავშირი მდგრადი გავნითარებისთვის „ეკოვიჟენი“ მხარდაჭერით განხორციელდა.