სქურში მდინარემ მოწამლული კალმახები გამორიყა: არის თუ არა სასმელი წყალი დაბინძურებული?

1

kalmaxiწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურში მდინარემ მოწამლული კალმახები გამორიყა. აღნიშნული წყალსაცავით კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სასმელი წყლით მარაგდება. მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ წყალსაცავში კალმახების მოწამვლითსასმელი წყალიც მოწამლული იქნებოდა. სპეციალისტების წინასწარი დასკვნებით, სასმელი წყალი, რომელიც მოსახლეობას ამ დრომდე მიეწოდება, საშიში არ არის.

რაც შეეხება თავად წყალსაცავში თევზების მოწამლვის საკითხს, ის სავარაუდოდ მეთევზეების მიერ არის ჩადენილი. სვალისთვის გახდება ლაბორატორიული შემოწმების პასუხი ცნობილი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება იმ მომწამვლელი ნივთიერების სახეობა, რომლითაც მეთევზეებმა თევზები მოწამლეს.

“ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ სასმელ წყალში აღმოჩენილი არ არის არანაირი მომწამვლელი ნივთიერება და აქედან გამომდინარე ადგილობრივ მოსახლეობას შიშისა და პანიკის საფუძველი არ გააჩნია. მდინარეში თევზები სავარაუდოდ მეთევზეებმა მოწამლეს. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და ხვალისთვის უკვე ცნობილი გახდება თუ რა ნივთიერება გამოიყენეს თევზების მოსაწამლად.