სხვა სია ანი ნადარეიშვილს: რა სია გაუგზავნეს ახალაიების რძალს?

0

1414088876960823ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომელი თამაზ ფაცაცია ანი ნადარეიშვილს 104 კაციან სიას უგზავნის და სთხოვს გულდასმით გადახედოს. თამაზ ფაცაციას მიერ გაგზავნილ სიაში სწორედ ის ადამიანები არიან ჩამოთვლილი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეში მოხვდნენ. თამაზ ფაცაციას განცხადებით ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები სწორედ ნადარეიშვილის ოჯახის წევრმა, მისმა სიმამრმა როლანდ ახალაიამ უდანაშაულოდ და პირადი ინტერესების გამო ციხეში გამოამწყვდია.

axalaias sia

“ქალბატონო ანი ამ სიაზე იფიქრეთ და გაუგზავნეთ საელჩოებს!!!
ეს თქვენი მამამთილის ნავაჟკაცარია!!! “წამებული” კაცის”-წერს თამაზ ფაცაცია ანი ნადარეიშველს facebook-ის საკუთარ გვერდზე და აღნიშნულ სიას საჯაროს ხდის.