“ტაბაკონის დიხაგუძუბა” ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მედიამ მოინახულა

0

10706492_546705852129273_1675764326_nარქეოლოგები ზუგდიდის რაიონის სოფელ თორსაში ძველ კოლხური ნამოსახლარს, სახელწოდებით „ტაბაკონის დიხაგუძუბა“ იკვლევენ.  არქეოლოგიური ძეგლი სოფელ თორსაში ზუგდიდისა და ხობის საზღვართან მდებარეობს.

აღმოჩენა ადგილზე მოინახულეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამღომლებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასოფელ თორსაში მომუშავე არქეოლოგების მხარდაჭერას გამოხატავს და აღნიშნული  პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელებაში დახმარებას ჰპირდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაია ღურწკაიას ინფორმაციით, მოპოვებული მასალები მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშები შესწავლილ იქნება გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში.

 

ცნობისათვის, თორსა-დღვაბა უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, ამას მოწმობს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, რომელიც განეკუთვნება გვიან ბრინჯაოს ხანას.

10714617_546705895462602_268586365_nწარსულში თორსაში გადაჭიმული ყოფილა თვალუწვდენელი ტყის, ჭაობისა და გუბეების სამეფო. სოფლის ჭარბტენიანი ნიადაგი მდიდარი იყო ტყითა და ყუათიანი საძოვრებით. მეზობელი სოფლებიდან ჩამოსულმა ტყის მჭრელებმა შეამჩნიეს ეს და იწყეს მსხვილფეხა პირუტყვის ჩამოყვანა. მათ სხვა მწყემსებმაც მიბაძეს წალენჯიხიდან და ჩხოროწყუდან. მწყემსებს მოეწონათ აქაური ბარაქიანი მიწები და დასახლდნენ. სიტყვა “ითორსუ” მეგრულად ნიშნავს ხვავდებას.

სიტყვა “ითორსუ” შემდეგში თორსათი შეიცვალა.თორსის გაგრძელებაზე დღვაბის უბანი, რომელიც მდებარეობს მდინარე თოლისქურის გასწვრივ მთლიანად დაჭაობებული იყო. სიტყვა დღვაბა მეგრულად ნიშნავს ძალიან ბლანტ სითხიან, ჭაობიან ადგილს, სადაც წარსულში კამეჩებიც კი ეფლობოდნენ, (მეგრულად- ენიდღვაბუდეს) ასე წარმოიშვა თორსა-დღვაბის სახელწოდება. დღვაბაში გაუვალი გზა იყო მოსახლეობა ტყეებიდან ვეებერთელა ხეებს ჭრიდა, აგებდა გზად თორსაში ამოსასვლელად.

სხვა ახალი ამბები: