„ტელეიმედის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

0

imeiiiiტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა დენ ბეითსმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, არხის სამეთვალყურეო საბჭო და დენ ბეითსი ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ბეითსი, პოსტის დატოვების მიუხედავად, არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება.
„სინანულით გვინდა განვაცხადოთ, რომ ბატონი დენ ბეითსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია შეწყვიტოს საქმიანობა „ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის პოსტზე. თითოეული ჩვენგანი – ერთი მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და, მეორე მხრივ, ბატონი ბეითსი მივიჩნევთ, რომ დენ ბეითსის მიერ „ტელეიმედში“ გატარებულმა დრომ შეუფასებელი გამოცდილება შესძინა ახლად დაბრუნებული „ტელეიმედის“ პირველი წლის საქმიანობას. ამასთან დავძენთ, რომ ბატონი ბეითსი კვლავაც განაგრძობს „ტელეიმედთან“ თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: