ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე შესაძლოა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი დაუმძიმდეს

0

saakashvili220_36011საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ წამყვანმა ირაკლი შოთაძეს კითხვით მიმართა – რამდენად მართალია ინფორმაცია, რომ “ომეგასა„ და ტელეკომპანია “იბერიის“ საქმეზე შესაძლოა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს. ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქვთ პრეტენზია, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“ამ ტელევიზიის დამფუძნებლებს პრეტენზია აქვთ გარკვეული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომ მათ ტელევიზია წაართვეს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბარზე, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა შესბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა საზოგადოებას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ”, -განაცხადა ირაკლი შოთაძემ.