ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გახდა

0

264966_222157981136216_7549998_nტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. არხის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, მას სათავეში ბაია გადაბაძე ჩაუდგება. არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „მაესტროში„ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს დამფუძნებელთა საბჭო მიიღებს, რის აღსრულებასაც ბაია გადაბაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება არხის უკვე ყოფილ დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს, ის კვლავ „მაესტროზე“ აგრძელებს საქმიანობას. კიკაბიძე ტელევიზიის სამეურნეო ნაწილის მთავარი მენეჯერი იქნება. გადაბაძე სხვადასხვა დროს რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერი იყო, მათ შორისაა: „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ და გია გაჩეჩილაძის „საკანი“.

სხვა ახალი ამბები: