ტელეკომპანია მაესტროს წამყვანი ჟურნალისტები ტოვებენ

0

maestroტელეწამყვანებმა თეა სიჭინავამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვეს. ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი  განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო “მაესტროს” დამორჩილება, დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ”წესების გარეშე” და ცდილობს ”მაესტროს” როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია ” მაესტრო” მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო “ნაც. მოძრაობამ” სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის ‘იმედი’. უფრო დაწვრილებით განცხადებას “მაესტრო” რამდენიმე დღეში გააკეთებს”, – წერს ღლონტი.

ცნობილია, რომ თეა სიჭინავა ტელეკომპანია იმედზე ახალ გადაცემაზე მუშაობს. როგორც ამბები.გე–ს იმედის საინფორმაციო სამსახურის ელმძღვანელმა ბაია ცანავამ განუცხადა, ახალ პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, სიჭინავა და ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” 3%-იან წილს ფლობენ.

სხვა ახალი ამბები: