ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” იხურება?

0

arxiგავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” დაიხუროს. ამავე ინფორმაციით “მე-9 არხზე” სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება. ერთ-ერთი ვერსიით კი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან “მე-9 არხი”   დაიხურება ან “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეურთდება.

ამასთან,  არსებული ინფორმაციით,  “მე-9 არხში” ამ საკითხზე საგანგებო თათბირი იმართება. ასევე,  ტელეკომპანია განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.
შესაძლოა,  ამ თემაზე კომენტარი გააკეთოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.

ინფორმაციის დაზუსტება არხის ხელმძღვანელობასთან ჯერ ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: