ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილ ავტომობილებს ყადაღა დაედო

0

11RUSTAVI!ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილ ავტომობილებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.
რუსთავი 2-ის ცნობით, მომავალ კვირაში  ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტო „რუსთავი 2“-ის  მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება.