ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან 80 წლისთავზე გამოცემული ახალი წიგნის პრეზენტაცია წალენჯიხაში

0

10646679_648873918543157_1144838836000637094_nდღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო და პოეტის ახალი წიგნის „გრანელობა“–ს პრეზენტაცია.

საღამოს უძღვებოდა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნუნუ შანავა. დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა წიგნის გამომცემელს გივი ხარჩილავას და ასევე, წიგნის შემდგენელებს: თამაზ ფიფიასა და თამაზ ლუკავას.

10610814_648873671876515_5532884980290378862_n1800385_648874595209756_9166629564885140751_n10675714_648873695209846_2610055127990178997_nწიგნში შესულია: ტერენტის ლექსები; მინიატურები; გრანელის პუბლიცისტური გამოსვლებიდან; გრანელი-გენიალური პოეტი და მხატვარი; წალენჯიხელი თანამედროვენი იხსენებენ; წალენჯიხაში ჩატარებული “გრანელობის” ფოტომატიანე და სხვა. გამომცემლის სურვილით წიგნები უფასოდ დარიგდა როგორც თბილისის ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებსა და სასწავლო დაწესებულებებში.

საღამოს ესწრებოდნენ კულტურის მუშაკები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოება „წალენჯიხელი“–სა და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: