“ტიფლის ბრანჩში” შშმ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო მოეწყობა

0

10845738_989131867771272_372852650252060696_oხვალ, 20:00 საათზე, კაფე–ბარ ,,ტიფლის ბრანჩში’’ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დასახმარებლად პოეზიის საღამო მოეწყობა, სადაც ქართველი პოეტები გელა დაიაური, ჯარჯი შუქიაური,ამირან ჯანჯღავა,თეა თაბაგარი და ირაკლი დეისაძე თავიანთ ლექსებს წაიკითხავენ და საზოაგდოებას მათ შემეოქმედებას გააცნობენ.

საქველმოქმედო საღამო ,,Creative Group- GOING FORWARD’’–ის ორგანიზებით ტარდება. საღამოს ფარგლებში მოეწყობა ხუთივე პოეტის ხელნაწერების აუქციონის წესით გაყიდვა. დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს. შემოსული თანხის ნაწილი კი, პატარა ბესარიონის საქველმოქმედო ფონდში ,,შშმ” ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხება.

სხვა ახალი ამბები: