ტონი ბრექსტონს სცენაზე კაბა შემოერღვა

0

news_1_241706მომღერალ ტონი ბრექსტონს ნიუ ჯერსის შტატში გამართულ კონცერტზე უხერხული ინციდენტი შეემთხვა. 45 წლის მომღერალს კაბა შემოერღვა და უკანალი მთლიანად გაუშიშვლა. თავდაპირველად, ტონი ვერაფერს ხვდებოდა, ამასთან ბექვოკალის გოგონები ბრექსტონის საქმის კურსში ჩაყენებას არ ჩქარობდნენ.

ამასობაში მომღერალმა მაყურებელი სცენაზე საცეკვაოდ მიიწვია. როდესაც ტონიმ, როგორც იქნა მომხდარის შესახებ გაიგო, კაბის აწევას შეეცადა და გამოსვლა მშვიდად განაგრძო. თუმცა, ერთ-ერთმა საცეკვაოდ დაპატიჟებულმა ჯენტლმენმა პიჯაკი გაიხადა და ნახევრადგაშიშვლებულ ბრექსტონს მოახურა.

სხვა ახალი ამბები: