ტურიზმის რეკლამირებისთვის წინა ხელისუფლებამ 27 მილიონი დოლარი გაფლანგა

0

CNNტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განცხადებით გასულ წელს საქართველოს წინა ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანიებს CNN-სა და BBC-ს 27 მილიონი დოლარი რეკლამისთვის გადაუხადეს. ამასთანავე ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტურიზმის რეკლამა უცხოურ არხებზე არაეფექტური იყო, რადგანაც ამერიკიდან საქართველოში 20 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოდის, საიდანაც ტურისტი არის  მხოლოდ 7-8 ათასი. ამიტომ 7 ათასი ტურისტისთვის 27 მილიონი გაფლანგვა არამიზნობრივად არის მიჩნეული.

„რაც მე დაცინვა ავიტანე ბოლო წლებში ტურიზმის რეკლამირებასთან დაკავშირებული, რაც მე ათასგვარი უმსგავსობები მოვისმინე, რომ საქართველოში რა ტურიზმი, სასაცილოა და სააკაშვილის სიგიჟეაო (სიტყვა „გიჟი“ ყველაზე ხშირად ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ტურიზმთან მიმართებაში ვაკეთებდი), ერთადერთი, რაც აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას და არის ჩვენს მიერ შექმნილი, მათ მიერ დაწუნებული ტურიზმია. მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, გაიფურჩქნება და დაჭკნება. წყალი არის უსაფრთხოება, წყალი არის რეკლამა, წყალი არის ქვეყანაში დადებითი კლიმატი“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძე.

„BBC და CNN არის სულ სხვა სეგმენტი, რომლის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოდის საქართველოში. დღევანდელ ვითარებაში კი ჩვენი კონკრეტული სამიზნე ქვეყნებია პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსია, ისრაელი და ყაზახეთი. სწორედ ამ ქვეყნებში ვაწარმოებთ რეკლამას. თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, ამ ქვეყნებს კიდევ შეემატოს ახალი სამიზნე ქვეყნებიგანაცხადა დიასამიძემ.

სხვა ახალი ამბები: