თურქეთის საზღვარზე გიორგი ნაზღაიძე და თამუნა მუსერიძე დააკავეს

0

zurnalistebi_daakavesრამდენიმე საათის წინ სარფის საბაჟოზე თურქმა მესაზღვრეებმა ქართველი მოდელი გიორგი ნაზღაიძე და რადიოს წამყვანი თამუნა მუსერიძე დააკავეს. დაკავებულია ასევე მუსერიძის მეგობარი სოფო გორდაძე. გავრცელებული ინფორმაციით გიორგი ნაზღაიძე ნაცემია და ის მძიმე მდგომარეობაშია. ქართველი მოდელი თურქეთის საზღვართან, უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა როგორც გიორგის მეგობარმა აცხადებენ, საქმეში ჩარეულია საქართველოს საკონსულო თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ოფიციალური დელეგაცია თურქეთში უკვე აწარმოებს თურქულ სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებს რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ქართველი ტელეწამყვანისაქ და მოდელის დაკავების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების გადატანა სახელდება. დაკავებული თამარ მუსერიძე და მისი მეგობარი სოფო გორდაძე რიზეს პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში არიან გადაყვანილნი. სხვა ინფორმაცია ქართველი სახეების თურქეთის საზღვართან დაკავების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სხვა ახალი ამბები: