უამინდობას სამეგრელოში ჯერჯერობით გართულებები არ მოყოლია

0

wvima 3ამ დროისთვის სიმშვიდეა სამეგრელოში. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი წვიმა ფიქსირდება, ჯერჯერობითადგილი არ ჰქონია არანაირ გართულებებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ სამეგრელოს 9 მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოები, სადაც შექმნილია ასევე სპეციალური შტაბები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ უახლესი ინფორმაციები მიიღო ფოთიდან და ანაკლიიდან.

ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძის განცხადებით, ქალაქ ფოთში ვითარება მშვიდია, გარკვეული შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრება.

რაც შეეხება ანაკლიას, აქაც მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პარალელურად საგანგებო რეჟიმზეა გადასული ადგილობრივი ხელისუფლება. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ მხრივ ზუგდიდის რაიონსა და ანაკლიაში პრობლემები ჯერჯერობით არ შექმნილა.

სხვა ახალი ამბები: