უამინდობა და შტორმი ფოთში. ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება

0

1237149_697208666960324_874173085_nამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ფოთში, სადაც შავი ზღვის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. შეჩერებულია ფოთის ნავსადგურის მუშაობა. დაზიანებულია გზები. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყვეტილია. არსებული მონაცემებით უამინდობა ხვალ დილამდე გაგრძელდება.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო შარაშიძის განცხადებით, ქალაქ ფოთში ძლიერ ქარს ერთვის სეტყვაც.

„ყველაზე რთული მდგომარეობა ხულოში, ქედასა და ქობულეთში იყო. წვიმასთან ერთად ძლიერი ქარი დაფიქსირდა. გზებია დაზიანებული, ამჯერად სეტყვა და ქარია ფოთსა და ქობულეთში. დღის ბოლომდე ნალექების რაოდენობა გაგრძელდება. შტორმიც იქნება ზღვაზე, ამდროისთვის 5 – 6 ბალამდე ტალღებია. მოსალოდნელია მდინარეების ადიდება, თუმცა ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა შარაშიძემ.

სხვა ახალი ამბები: