უამინდობა სამეგრელოში: ფოთში ზღვამ მალტის ბორანი გამორიყა

0

shtormiძლიერმა წვიმამ და უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა საქართველოს ზღვისპირეთს. ფოთში, ნაბადის ტერიტორიაზე ტალღებმა შავი ზღვის სანაპიროზე 35 ვაგონით დატვირთული, მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ბორანი “სმატი” გამორიყა, რომელიც ფოთის პორტიდან გუშინ გავიდა.

ამ მხრივ ჯერჯერობით სიმშვიდეა ზუგდიდისა და ხობის რაიონებში. ანაკლიის საკურორტო ზოლში, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპიროზე არანაირი გართულებები არ აღინიშნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამსახურები მზადყოფნაში არიან.

უამინდობა სამეგრელოს რეგიონსა და მთელს საქართველოს ტერიტორიაზე ისევ გეძელდება. ფოთში სამაშველო და აღგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალისთვის ვარაუდობენ.

სხვა ახალი ამბები: