უამინდობა საქართველოში: რა ხდება ამ დროისთვის სამეგრელოში?

0

news_33930კვლავ უამინდობაა დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი სამეგრელოს რეგიონში. ბალტიისპირეთიდან შემოსული ციკლონით გამოწვეულმა ნალექმა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წყალდიდობა გამოიწვია. ღელეებმა და ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

ქუჩებია დატბორილი ქალაქ ფოთშიც, სადაც უხვი ნალექი და ძლიერი ქარიც ქრის. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 5 ბალს აღწევს. საბედნიეროდ ქალაქ ფოთში ძლიერ ქარსა და წვიმას ჯერჯერობით ზარალი არ გამოუწვევია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქალაქ ფოთის მერია. ფოთის მერი დავით სარსანია მდგომარეობას პირადად აკონტროლებს.

საგანგებო რეჟიმშია “ენერგო პრო ჯორჯიაც”. კომპანიაში ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სარემონტო ჯგუფები. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, უამინდობას გადამცემ ხაზებზე სერიოზული დაზიანებები არ მოჰყოლია, წარმოიშვა მხოლოდ მცირე პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაზეც შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

სხვა ახალი ამბები: