უბედური შემთხვევა ანაკლიაში: ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

0

anaklia-lazikaზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში უბედური შემთხვევა მოხდა. საკურორტო სოფელში ქალაქ გორიდან დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა ანაკლიაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ზღვაში დამხრჩვალი ახალგაზრდის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ადილზე მუშაობენ სამეგრელოს რეგიონის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიციისა და სამედიცინო სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

წინასწარი ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ღრმად შევიდა და მისი კვალი რამდენიმე წუთში დაიკარგა. სავარაუდოდ სამართალდამცავებსა და სამაშველო სამსახურს ნაპირზე მყოფმა დამსვენებლებმა შეატყობინეს.

 

სხვა ახალი ამბები: