უბედური შემთხვევა ზუგდიდში

0

matarebeliუბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. 47 წლის თენგიზ ზანთარაიას ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნულმა მატარებლმა გადაუარა. ამავე მატარებლის მემანქანე, რომელიც სამსახურიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა ზუგდიდის რკინიგზის სადგურში შემოსვლისთანავე მოძრავი მატარებლიდან ჩამოხტა და რელსებს ქვეშ მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის სხვადასხვა ჯგუფები, თუმცა ჩქაროსნული მატარებლის მემანქანე ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მემანქანე თენგიზ ზანთარაია ზუგდიდის რკინიგზის სადგურთან, ქუჯის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ წუთებში ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

სხვა ახალი ამბები: