უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში

0

FOtIრამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ფოთში. მალთაყვის უბანში სადაც დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას სამშენებლო კომპანია “სანი” აწარმოებს,მაღალი სართულიდან ჩამოვარდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მკვიდრი 42 წლის ი.გ-ა.

შემთხვევის ადგილზე მოსულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მუშის გადარჩენა ვერ შეძლო. ექიმების განცხადებით მას არ აღენიშნებოდა გარეგნული ნიშნები, თუმცა მათი ვარაუდით ახალგაზრდა მამაკაცს მთავარი არტერია დაუზიანდა.

გარდაცვლილი ი.გ ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. ი.გ-ს დღესვე საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

 

სხვა ახალი ამბები: