უბედურ შემთხვევამდე გადაღებული ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

0

910533419_477375242399186_3305092853644980675_nსოციალურ ქსელ facebook-ში თეზო ჯაფარიძის და ეკა კერესელიძის ბოლო ფოტო გამოჩნდა, სადაც ისინი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე არიან გადაღებულნი.

facebook-ში აღნიშნულ ფოტოს თეზო ჯაფარიძისა და ეკატერინე კერესელიძის მეგობრები აზიარებენ. 

შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე და სასტუმრო “თეთნულდის” დირექტორი თეზო ჯაფარიძე ტრაგიკულად დაიღუპნენ. ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მათთან ერთად კვადროციკლში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: