უბედურ შემთხვევას სოფელ დარჩელში 85 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

0

khandzari_2944უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში. გაზის ბალონის აფეთქებას და მის შედეგად გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალბატონი ემსხვერპლა.

ცეცხლი ფარცვანიების ოჯახში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. დაშავდა მრავალშვილიანი ოჯახის კიდევ სამი წევრი. ისინი ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” არიან გადაყვანილები.

საცხოვრებელი სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ფარცვანიების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

სხვა ახალი ამბები: