ზუგდიდის მერიამ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების პრობლემების მოგვარება დაიწყო

0

11539189_955573521130849_5948753849504147522_oქალაქ ზუგდიდის მერიამ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარება დაიწყო. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კრილოვის ქუჩაზე ე.წ. “სააფთიაქო სამმართველოს” კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენებისაგან დანაგვიანებული ტერიტორია მძიმე ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა, რის შემდეგაც, მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების მიერ აღნიშნული ადგილი მოშანდაკებულ-მოსწორებულ იქნა.

დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მერის მოადგილე, კობა ჯიქიას, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნუკრი ესართიასა და მერიის შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობით განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: