უკავშირდება თუ არა რუსი დიპლომატის მკვლელობა სირიელ რეპატრიანტების შემოსვლას აფხაზეთში?

0

preview.phpაფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სირიელი რეპატრიანტების ჩასვლას შეტაკება მოჰყვა. შეტაკება კი რუსი ოკუპანტების მიერ გაცემულმა ბრძანებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სირიელების ჩამოსვლა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა დაეშვათ. ამის შესახებ frontnews-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. არეშიძის ინფორმაციით ინციდენტი აფხაზეთში 6 სექტემბერს მოხდა.

„სოხუმის პორტში თურქული გემი შევიდა, რომელმაც სირიიდან რეპატრიირებული დაახლოებით 30 აფხაზი შეიყვანა. მათ ადგილზე აფხაზური დელეგაცია დახვდათ, რომელიც აფხაზ რეპატრიანტთა საკითხებით არის დაკავებული. როგორც ირკვევა, რუსმა მესაზღვრეებმა მიიღეს მითითება, რეპატრიანტები აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაეშვათ და არც დაუშვეს. შედეგად იქ მოხდა შეტაკება და დამხვედრი დელეგაციის რამდენიმე წევრი საავადმყოფოშიც მოხვდა“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ სირიელი რეპატრიანტების არშეშვების მითითება სოხუმშო 9 სექტემბერს მოკლულმა რუსმა დიპლომატმა დიმიტრი ვერმიშევმა გასცა. ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობა შესაძლოა სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.

სხვა ახალი ამბები: