უკმაყოფილო დევნილებმა ფოთში რკინიგზა გადაკეტეს

0

rkinigzaფოთში ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რკინიგზა. აქ დევნილები დილიდან საპროტესტო აქციას ის მართავენ. აქციის ორგანიზატორები ის დევნილები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ახალ რაიონში საცხოვრებელი ბინები ვერ მიიღეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, თუმცა მედიკოსებმა დროულად შეძლეს ჩარევა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილებმა რკინიგზა გახსნეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ.

სხვა ახალი ამბები: