უკრაინის რადა კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს

0

leqsokvitasvili-cr-739x428უკრაინის უმაღლემა რადამ ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა. Lega.net-ის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი – №2864 უკრაინის პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან სახალხო დეპუტატები ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, მიხეილ პაპიევი და იგორ ერემეევი. ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის 2 დეკემბერს მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

კვიტაშვილის კანდიდატურა რადას პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკმა წარუდგინა, თუმცა მინისტრად დანიშვნიდან ორ თვეში პოროშენკომ ქართველი მინისტრის მუშაობა მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს ჯანდაცვის ნაციონალური სისტემა კი არა ნაციონალური კატასტროფაა! ძნელია დაასახელო დარგი, სადაც სიტუაცია ასე აშკარად პრობლემური, მიშვებული და ამდენად კორუმპირებულია!“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აპრილში, რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომაზე.

სხვა ახალი ამბები: