უკრაინის სასჯელაღსრულების სპეცრაზმს მეგის ქარდავა უხელმძღვანელებს

0

_megis_qardava_1_2726უკრაინის სასჯელაღსრულების სპეცრაზმის ხელმძღვანელად, შსს ყოფილი მაღალჩინოსანი, ძებნილობაში მყოფი მეგის ქარდავა ინიშნება.

როგორც „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ჟურნალისტებს სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა, შეთანხმება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღწეული.

“მე ადრეც ძალიან ბევრს ვსაუბრობდი და მქონდა ინფორმაცია უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. ორი დღის წინ, უკრაინაში, ჩემი კოლეგისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ უკრაინის სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების რაზმს მეგის ქარდავა უხელმძღვანელებს”, – აცხადებს წითელაშვილი.