ულტიმატუმზე გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს

0

1506951_666017480126295_1503279428_nრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსულმა შავი ზღვის ფლოტის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ულტიმატუმი წაუყენა, რათა ყირიმის ტერიტორიაზე დისლოცირებულმა უკრაინის კანონიერმა შეირაღებული ძალებმა ადგილობრივი დროით 04.00 საათზე დაყარონ იარაღი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, თუმცა ულტიმატუმის გაცემას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ სელეზნიოვი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ რუსულმა შავი ზღვის ფლოტის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ულტიმატუმი წაუყენა, რათა ყირიმის ტერიტორიაზე დისლოცირებულმა უკრაინის კანონიერმა შეირაღებული ძალებმა ადგილობრივი დროით 04.00 საათზე დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყირიმის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო დანაყოფებზე და დივიზიებზე განხორციელდება მასიური სამხედრო შეტევა . მიჩნეულია, რომ 2014 წლის 04 მარტის 04.00 საათი იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ოფიციალურად უკრაინისთვის ომის გამოცხადების თარიღი.