უმაღლესი საბჭო გია ბარამიას საგანგებო სესიაზე დაიბარებს

2

gia_baramiaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გია ბარამიას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მისდამი ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა გადადგომისთვის ორმოცდა რვა საათიანი ვადა მისცეს. მათი განცხადებით დროა მთავრობის თავმჯდომარემ ამის შესახებ გადაწყვეტილება ამ ვადაში თავად მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციების გამართვითა და საკითხის მწვავედ დაყენებით იმუქრებიან.

48 საათი ხვალ სრულდება, თუმცა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. სარწმუნო წყაროს ცნობით გია ბარამია გადადგომას არც აპირებს. ის მხოლოდ მთავრობის რეორგინანიზაციასა და ძველი მთავრობის ახლით შეცვლას გეგმავს. მთავრობის ფორმირებაში სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი წარმომადგენლობების “გადახალისებაც” იგულისხმება.

“ჩვენ არანაირი ფორმირება და “გადახალისება” არ გვაინტერესებს. გია ბარამია არის სისტემის მხვერპლი და მისთვისვე სჯობია მშვიდობიანად წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან”-აცხადებს ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა კავშირის” თავმჯდომარე ოთარ ბერიშვილი, რომელიც ამავე დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომელიცაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა შევიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაჭლეს საბჭოში, სადაც საგანგებო სესიის მოწვევას და მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მდგომარეობის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭო კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში საგანგებო სესიას მოიწვევს, სადაც უნდა განიხილონ მთავრობის თავმჯდომარის საკითხი.

“ჩვენ საგაზაფხულო სესია გავხსენით 5 თებერვალს და მომავალ სესიას მოვიწვევთ მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში, სადაც მოწვეული იქნება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია. აღნიშნულ სესიაზე უნდა დაისვას საკითხი მთავრობის თავმჯდომარის დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.”-აცხადებს საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან საუბარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა.

ადვილად მოსალოდნელია უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადოოს და ის დაკავებული თანამდებობიდან გადააყენონ, თუმცა როგორც დავით ხუბუა აცხადებს წინასწარ და თან სხვა დეპუტატების პოზიციებზე ის ღიად ვერ ისაუბრებს.

საინფორმაციო სააგენტო SMO.GE უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ დეპუტატს ანზორ წოწონავას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მხოლოდ იმას, რაც კანონიერია, თუმცა წოწონავას აზრით გია ბარამიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტისა და და პრემიერის პრეროგატივაა. წოწონავამ ჯერჯერობით არაფერი იცის უმაჭლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის მოწვევის თაობაზე, რადგან როგორც თავად აცხადებს დასავლეთ საქართველოდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა და კოლეგებს ამ დრომდე არ შეხვედრია.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ გადაწყვეტს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საკითხს, პრეზიდენტი პრემიერთან ერთად თუ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უმაჭლესი საბჭო. ყოველ შემთხვევაში გია ბარამისა საგანგებო სესიაზე დაბარება უკვე გადაწყვეტილია.

 

სხვა ახალი ამბები: