უმრავლესობის წევრებს “ნაციონალები” ზუგდიდში აქციით დახვდნენ (ვიდეო)

0

xmauri zuugdidshiზუგდიდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საპროტესტო აქციით დახვდნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრების განცხადებით, ისინი ეკა ბესელიასთან და გია ვოლსკთან შეხვედრაზე დასწრებას იტხოვდნენ თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა ბარიკადების გარღვევაც სცადეს. ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ქვედანაყოფებმა არ მისცეს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქციას თავად დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში დაახლოებით 300-მდე ადამიანი დაესწრო.. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ” ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს ზუგდიდის მოსახლეობა ხვდებიან.

ადგილობრივებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობა ფრაქციის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. ეკა ბესელია კი შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგეგმეს.